ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება
loader

Breaking news

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება

  • ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართება

თბილისი: თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება.

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანია CBA-მ უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროექტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.

"აღნიშნული კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე