"მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს"
loader

Breaking news

"მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს"

  • მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალურ ტარიფებს

თბილისი: ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის, “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა” დირექტორი გოჩა ინგოროყვა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის რეალური ტარიფების დაწესებას მიესალმება.

"გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა კლინიკებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება. შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, სადაც განხილული იყო ახალი ტარიფები და სავარაუდო ხარვეზები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ჩვენი მხრიდან დათქმულ ვადაში წარმოდგენილი იქნება 2018-19 წლის შესყიდვებზე დეტალური ინფორმაცია და საინვოისო ხელშეკრულებები, რის შემდეგაც გაგრძელდება შეხვედრები, აღნიშული დოკუმენტაცია სამინისტროში მიწოდებული იქნება უახლოეს დღეებში. ჩვენი შეხედულებით ასეთი დამოკიდებულება შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა გოჩა ინგოროყვამ. 

მისივე თქმით, ფასების დადგენა და ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს მისცემს ჯანსაღი კონკურენციის საშუალებას.

"ის კლინიკები, რომლებიც 2013 წლიდან ჩართული არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში დღემდე სერვისის მიწოდებას ახორციელებდნენ ძველი ტარიფების მიხედვით და არ იყო ამის განახლების საშუალება, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი კლინიკები უკვე სახელმწიფოსთვის ფასის მიწოდებას ახდენდნენ მიმდინარე ხარჯთაღიცხვაზე დაყრდნობით. ეს თავისთავად კლინიკებს არათანაბარ პირობებში აყენებს. აქედან გამომდინარე ერთიანი ტარიფიკაციის სისტემა კლინიკებს შეუქმნის თანაბარი კონკურენციის პირობებს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთანამშრომლობა გამოიღებს დადებით შედეგს, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის პოზიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნება პაციენტის ინტერესი, მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში", - განაცხდა გოჩა ინგოროყვამ. 

20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე