კიევი: უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, იმპიჩმენტის საქმე დახურულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინასთან მიმართებით ან საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტს ცუდი არაფერი გაუკეთებია.
"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. საქმე დახურულია. არაფრის გამკეთებელი დემოკრატები საქმეს უნდა დაუბრუნდნენ. რადიკალი მემარცხენე დემოკრატები რომ ჯანსაღად აზროვნებდნენ, რაც ასე არ არის, საქმე დახურული იქნებოდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.