ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დაიწყო
loader

Breaking news

ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დაიწყო

  • ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა დაიწყო

კიევი: ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ დღეს მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

პოლიტიკოსებმა ლისაბონის შეთანხმების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ევროკომისიის ახალმა ხელმძღვანელმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკომისიის მიზანი იქნება, გაცილებით ძლიერი იყოს.

”დღეიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის შეთანხმებების მეურვეები და ლისაბონის სულისკვეთების მცველები. მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას.

ევროპა არა მხოლოდ ის საგანძურია, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. ევროპა დაპირებაა. ევროპა მომავალია. ევროპა არის ის, რაც უნდა ავაშენოთ - აგური აგურით, დღითიდღე”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. 2013-2019 წლებში ის გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ევროპარლამენტის 461 წევრმა მხარი დაუჭირა, 157-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 89-მა თავი შეიკავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე