ავღანეთში, ბაზა "მარმალზე“ სამხედრო-სპორტული შეჯიბრება გაიმართა
loader

Breaking news

ავღანეთში, ბაზა "მარმალზე“ სამხედრო-სპორტული შეჯიბრება გაიმართა

  • ავღანეთში ბაზა მარმალზე სამხედრო-სპორტული შეჯიბრება გაიმართა

თბილისი: ავღანეთში, ბაზა "მარმალზე“ სამხედრო-სპორტული შეჯიბრება გაიმართა.

ასპარეზობაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულისა და კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

კოალიციური ძალების ჯარისკაცები ერთმანეთს ჯავშანტექნიკის ბაგირით გაწევასა და სხვადასხვა იარაღით სროლაში შეეჯიბრნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეებისთვის ძიუდოში საჩვენებელი ნომრებიც წარმოადგინეს.

III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში 2019 წლის ივლისიდან ასრულებს.

ასეულის უმთავრესი ამოცანა ბაზა "მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქმედო არეალში პატრულირებაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე