კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

  • კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თბილისი: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. 

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 17 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Dornier-228 საცხოვრებელ სახლებს დაეცა და 24 ცხედარია ნაპოვნი, უცნობია, ყველა გარდაცვლილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა თუ არა.

კიდევ ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი კომპანია Busy Bee-ს კუთვნილი თვითმფინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე