43-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
loader

Breaking news

43-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

  • 43-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით გვიან ღამით დაბრუნდა.

ქვედანაყოფმა მისია უდანაკარგოდ შეასრულა და როტაციის წესით უფლებამოსილება პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს გადააბარა.

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

43-ე ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, ასევე, მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ასრულებდა.

იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე