კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა

  • კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა

კიევი: კენიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვია. 

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაღუპულთა რიცხვმა სამწუხაროდ, 36-ს მიაღწია. ადამიანები, რომელთაც დაკარგულად მივიჩნევდით, დაღუპულები იპოვეს", - განაცხადა სენატორმა სემიულ პოგისიომ.

ძლიერი წვიმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოკოტის ოლქში, უგანდის საზღვართან 22 ნოემბერს დაიწყო.

მეწყერის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. რომლის შედეგადაც მეწყერთან ერთად რეგიონში წყალდიდობასაც ებრძვიან. საავტომობილო გზების და ხიდის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე სოფელთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე