მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
loader

Breaking news

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

  • მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

თბილისი: მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინება. განსაკუთრებულად გიორგობას ის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც ამ წმინდანის სახელობისაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. 

დიდმოწამე მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადაოკიაში დაიბადა. იგი სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა ყოველგვარი პატივი და დიდება უარყო, დიოკლიტიანეს ქმედებას წინ აღუდგა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა. 

დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა. 

წმინდა გიორგი 305 წელს მოწამეობრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის თავისკვეთის დღე 6 მაისს აღინიშნება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე