საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს
loader

Breaking news

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

თბილისი: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. კოხრეიძის კანდიდატურას მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

პირველი კენჭისყრის დროს გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ, ერთი კი – მაია მერკვილაძემ.

მეორე ტურის შედეგებით კი, გამარჯვებული გიორგი კოხრეიძე გახდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე, შოთა გუჯაბიძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე