"გაუგებარია რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს"
loader

Breaking news

"გაუგებარია რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს"

  • გაუგებარია რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს

თბილისი: ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

"გაუგებარია რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს. გუშინ მხოლოდ პროცენტების გაზრდაზე მოვისმინეთ, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებას და ეკონომიკურ ზრდას. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მოთხოვნა არის სუსტი. თუ ეს ასეა, პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ეს არ არის სწორი პასუხი შექმნილ პრობლემაზე. 

ამასობაში ვაჭრობა 2.97-2.98 კურსით ხდება და გარეთ კურსი უკვე 3.0 ნიშნულს აღწევს - ეს არ არის სწორი მართვა. ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს", - აცხადებს მეზურნიშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე