ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო
loader

Breaking news

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

  • ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

თბილისი: ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო. 

"შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გერმანიის მიგრაციის და დევნილთა საკითხებში ფედერალურმა ოფისმა 21 ოქტომბერს მიიღო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გერმანული მედიისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მისივე ცნობით, თავდაპირველად ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლესა და მის შვილებს გერმანიის ხელისუფლება თავშესაფრის მიღებაზე უარს ეუბნეოდა, მათ დეპორტაცია ემუქრებოდათ. ხანგოშვილის ოჯახის წევრებს ქვეყანაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში დარჩენის ნებას აძლევდნენ.

გამოცემასთან საუბრის დროს ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ თავშესაფრის მიღების წყალობით, ის საკუთარი პროფესიით მუშაობას შეძლებს.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 49 წლის რუსი მამაკაცი დააკავეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე