"როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი, არასდროს მინახავს, მგონია, რომ ის სიმპატიური ადამიანია"
loader

Breaking news

"როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი, არასდროს მინახავს, მგონია, რომ ის სიმპატიური ადამიანია"

  • როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან არანაირი არასდროს მინახავს მგონია რომ ის სიმპატიური ადამიანია

კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სიმპატიური ადამიანია და სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი. არასდროს მინახავს, არ ვიცნობ, თუმცა ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე. მგონია, რომ ის სიმპატიური ადამიანია, გულწრფელი. ჩემი აზრით, მას მართლა სურს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა, მათ შორის დონბასშიც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, თუმცა დაამატა, რომ არ იცის, რამდენად გამოუვა ეს უკრაინის პრეზიდენტს.

ვლადიმერ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირველად სავარაუდოდ, 9 დეკემბერს, პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე შეხვდებიან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე