თბილისი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება, - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.