"საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ექიმი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა"
loader

Breaking news

"საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ექიმი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა"

  • საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ექიმი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა

თბილისი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

"9 ნოემბერს ლენინლგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიდამოებში საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები, 1961 წელს დაბადებული ვაშა გაფრინდაშვილი. არსებული მონაცემებით, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია, რომელიც როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი სპეციალურად ჩავიდა სოფელ საკორინთლოში, რის შემდეგაც სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა. რამდენადაც გაფრინდაშვილის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა.

საზღვრის უკანონო გადაკვეთის გახშირებული შემთხვევები სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის დადგმას უკავშირდება და ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს წარმოადგენს.

აღნიშნული მიზეზით ვ. გაფრინდაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი იქნება მხოლოდ სამართლებრივი და მიმართული იქნება დაძაბულობის რეციდივისა და ესკალაციის დაუშვებლობისკენ, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, – ნათქვამია  ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე