სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
loader

Breaking news

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

  • სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

თბილისი: პარლამენტთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებისგან შესასვლელების გათავისუფლებას ცდილობს, ახალგაზრდები ასფალტზე დასხდნენ, თუმცა ისინი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სპეცრაზმმა აიღო კარვები და კასრები. 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს აწეული ხელებით დახვდა.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ეს არის შეშინებული ხელისუფლების საქციელი. 

სპეცრაზზმა აქციის დაშლა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე