მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა
loader

Breaking news

მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა

  • მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა

კიევი: მოლდოვაში მთავრობა გადააყენეს. პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 62 დეპუტატმა დაუჭირა.

სანდუს მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარ მიზეზად კანონი დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევას ერთპიროვნულად შეძლებდა.

მაია სანდუს თქმით, მისი გადაყენების შემთხვევაში, მოლდოვა საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.

სანდუს მომხრეებმა მისი მთავრობის გადაყენება პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს.

მაია სანდუ მოლდოვას პრემიერი 2019 წლის 11 ივლისიდან იყო.

სანდუს მთავრობამ სულ ხუთი თვე იმუშავა. ამის შემდეგ სოციალისტური პარტია და ყოფილი პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის დემოკრატიული პარტია მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე