ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ
loader

Breaking news

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ

  • ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისი: ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს, ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს – ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებამ კიდევ შვიდი პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს – გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიასა და გივი ბადაშვილს სხვადასხვა ოდენობის გირაო შეუფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი კაკულია, ზურაბ ყურუა, ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია 8 ნოემბერს დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე