ილია ჯიშკარიანი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს
loader

Breaking news

ილია ჯიშკარიანი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს

  • ილია ჯიშკარიანი კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს

თბილისი: თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ცემას ედავება, ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის მადგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაწერენ მას კლინიკიდან. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. თავად ჯიშკარიანი ბრალდებას „შავ პიარს“ უკავშირებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე