"რესპუბლიკელები" კონგრესში ჰანტერ ბაიდენის გამოკითხვას ითხოვენ
loader

Breaking news

"რესპუბლიკელები" კონგრესში ჰანტერ ბაიდენის გამოკითხვას ითხოვენ

  • რესპუბლიკელები კონგრესში ჰანტერ ბაიდენის გამოკითხვას ითხოვენ

კიევი: აშშ-ის რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის გამოკითხვას ითხოვს. 

რესპუბლიკელებმა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფს წერილი მისწერეს, რომელშიც მათთვის სასურველი მოწმეების სია წარადგინეს. ჰანტერ ბაიდენის გარდა რესპუბლიკელები კონგრესში ჩვენების მისაცემად იმ ინფორმატორის მიწვევას ითხოვენ, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტზე საჩივარი დაწერა. სიაში მოხვდა აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომდგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი და ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

თითოეული კანდიდატურა დემოკრატებმა უნდა დაამტკიცონ, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰანტერ ბაიდენს და ინფორმატორს კონგრესში არ მიიწვევენ. 

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, წაშალოს სოციალური ქსელიდან ყველა ჩანაწერი აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლის შესახებ, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საჩივარი დაწერა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე