კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ
loader

Breaking news

კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ

  • კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ

თბილისი: ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ.

"სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო!

კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:

საუკეთესო სცენარი - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";

საუკეთესო მსახიობი ქალი - სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე";

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის "და ჩვენ ვიცეკვეთ";

საუკეთესო მუსიკა - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს!", - აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე