კინოთეატრ "ამირანთან" ანა სუბელიანი დაშავდა
loader

Breaking news

კინოთეატრ "ამირანთან" ანა სუბელიანი დაშავდა

  • კინოთეატრ ამირანთან ანა სუბელიანი დაშავდა

თბილისი: კინოთეატრ "ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. 

მას სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვა მოხვდა.

სუბელიანის თქმით, ის იცნეს და თავს დაესხნენ, პოლიციას კი სიტუაციის განსამხუტად არაფერი გაუკეთებია.

"სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი", - აცხადებს სუბელიანი.

ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე