"ამირანთან" შეკრებილები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ
loader

Breaking news

"ამირანთან" შეკრებილები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ

  • ამირანთან შეკრებილები დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ

თბილისი: კინოთეატრ "ამირანთან" შეკრებილები "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს დავით ბერძენიშვილს დაუპირისპირდნენ.

ბერძენიშვილი ფილმის სანახავად იყო მისული, თუმცა ადგილზე მის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

"ყველას აქვს უფლება ნახოს ფილმი, პოლიცია ვალდებულია დაიცვას მოქალაქეები", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კინოთეატრ "ამირანთან" ამ დროისთვის ვითარება უცვლელია, მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე