"გალერია თბილისთან“ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ
loader

Breaking news

"გალერია თბილისთან“ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ

  • გალერია თბილისთან სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ

თბილისი: "გალერია თბილისთან", სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.

მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით „ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

"ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ პარაკლისი გადავიხადოთ და ცოდვისაგან ვიხსნათ ადამიანები, რომლებიც მოდიან ფილმის სანახავად“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

"გალერია თბილისთან" იმყოფებიან ფილმის მოწინააღმდეგეები, მათ შორის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე გურამ ფალავანდაშვილი, რომლის თქმით, მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოთეატრში შესვლას და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე