კინოთეატრ "ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა
loader

Breaking news

კინოთეატრ "ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა

  • კინოთეატრ ამირანთან სპეცრაზმი გამოჩნდა

თბილისი: კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა. პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

"ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ.

ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე