"მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად"
loader

Breaking news

"მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად"

  • მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, კინოთეატრებთან, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა გაიმართოს, მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად.

"როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, აღნიშნული ფილმის ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩაშლა და საზოგადოების ორი მხარის ერთმანეთში დაპირისპირება.

შესაბამისად თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. 

როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თვისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად.

მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე