"გვინდა, ვიყოთ მკაფიო, რომ საქართველო არის ამერიკის პარტნიორი და ჩვენ საქართველო სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ ნატო-ში"
loader

Breaking news

"გვინდა, ვიყოთ მკაფიო, რომ საქართველო არის ამერიკის პარტნიორი და ჩვენ საქართველო სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ ნატო-ში"

  • გვინდა ვიყოთ მკაფიო რომ საქართველო არის ამერიკის პარტნიორი და ჩვენ საქართველო სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ ნატო-ში

თბილისი: საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. კონგრესმენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

კონგრესმენებს საშუალება ჰქონდათ, ოძისიდან დაკვირვებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ რუსული სამხედრო ბაზას.

საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, აქვს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შესახებ.

"ჩვენს არასდროს ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს და ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის საკუთრებას, ეს არის საქართველოს ტერიტორია. არასდროს ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას. ასევე, გვაქვს ინფორმაცია უკანონო ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეებისადმი არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ეს არ ხდება მხოლოდ აქ, არამედ უკრაინაშიც. ასევე, უკანონოა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, გადაადგილდნენ ქართულ ტერიტორიაზე. გვინდა, ვიყოთ მკაფიო, რომ საქართველო არის ამერიკის პარტნიორი და ჩვენ საქართველო სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ ნატო-ში. ჩვენ ვესტუმრეთ ქართველი ჯარისკაცების რეაბილიტაციის ცენტრს და მე – როგორც ჯარისკაცს, გამახსენდა ქართველი ხალხის და ჯარისკაცების სულისკვეთება. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ეს არის ძმობა და მეგობრობა“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

ოძისში მყოფმა კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა ალექს მუნმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს.

"საქართველოში პირველად ვარ. ჩამოვედი რადგან უსაფრთხოებისა და მშვიდობის პრობლემით შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები დააკვირდეს და ნახოს რა ხდება აქ. მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმას თუ რა ხდება აქ. მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს რას აკეთებს რუსეთი და როგორ ხდება ოკუპაცია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შტატები მხარს უჭერს", - აცხადებს კონგრესმენი ალექს მუნი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე