რუსლან აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
loader

Breaking news

რუსლან აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • რუსლან აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თბილისი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. 

მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები ლევან გერაძე და ნანა გოგოხია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე