68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა
loader

Breaking news

68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

  • 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

კიევი: საფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს.

დიზაინერის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

ბრენდის წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 500-მდე მაღაზიას ფლობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე