ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა
loader

Breaking news

ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა

  • ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 120-ზე მეტი კი დაშავდა

თბილისი: ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე