"ჩვენ შევალთ აწეული ხელებით, თუ პოლიცია ხალხს ცემას დაუწყებს, არ ვიცი რა მოხდება, შეიძლება მაინც მოვითმინოთ"
loader

Breaking news

"ჩვენ შევალთ აწეული ხელებით, თუ პოლიცია ხალხს ცემას დაუწყებს, არ ვიცი რა მოხდება, შეიძლება მაინც მოვითმინოთ"

  • ჩვენ შევალთ აწეული ხელებით თუ პოლიცია ხალხს ცემას დაუწყებს არ ვიცი რა მოხდება შეიძლება მაინც მოვითმინოთ

თბილისი: ჩვენი მიზანია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების, დარტყმის გარეშე, – ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ „ამირანში“, “კავეაში”, ასევე “თბილისი მოლის”, “ისთ ფოინთის”, „სითი მოლი საბურთალოს“ ტერიტორიაზე აპირებენ. აქცია ბათუმშიც გაიმართება. ისინი შეკრებას 17:00 საათიდან დაიწყებენ.

"ჩვენი მიზანია ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების, რტყმევის გარეშე, კინოთეატრებში შესვლა. ერთერთი ვარიანტია კამერის გამორთვა. გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს. არავის შევეხები. ამ ფილმის გაშვება კანონდარღვევაა.

ფილმი, რომ კატების წამებაზე იყო, ალბათ, მთელი ქალაქი დადგებოდა იქ და არ შეუშვებდა ხალხს. ჩვენ შევალთ აწეული ხელებით, თუ პოლიცია ხალხს ცემას დაუწყებს, არ ვიცი რა მოხდება. შეიძლება მაინც მოვითმინოთ. მარტო 1 500 კაცი სამეგრელოდან მოდის. თუ მაინც აჩვენეს ფილმი, მაშინ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მთავრობას. თუ გადაგვივლიან და მაინც აჩვენებენ, ხალხის პროტესტი რუსთაველზე გაგრძელდება“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე