"გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას, ვიქნებით ძალიან ბევრი"
loader

Breaking news

"გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას, ვიქნებით ძალიან ბევრი"

  • გვაქვს მეთოდები რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას ვიქნებით ძალიან ბევრი

თბილისი: ფილარმონიასთან "ქართული მარშის“ საპროტესტო აქცია დღეს, 16:00 საათზე, დაიწყება. ამის შესახებ  "ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

"მოსახელობას ვაძლევთ პირობას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ მოხდება. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ .

მისივე განმარტებით, „ქართული მარშს“ სრული მობილიზება აქვს საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან დაძრულია ხალხი.

"ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას არ აქვს უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან არ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქნელებზე. ეს არის გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, მოვიდეს და გარკვეული ძალადობრივი ქმედება ჩაიდინოს. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ დაიდგმება პერფომანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორე მამაკაცი ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგანდა იყოს საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ვიქნებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევს ფილმის მესვეურებს. მცირე ჯგუფი წავა სხვადასხვა კინოთეატრებსა და ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე