პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ
loader

Breaking news

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ

  • პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ

თბილისი: იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დღეს სრულდება. დეპუტატები 20-კაციანი სიიდან ბოლო კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ. 

პარლამენტარებს კითხვები მის სამოსამართლეო საქმიანობასთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ექნებათ.

ჯეირაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა (კანონით დადგენილ ასაკამდე) და ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე