"მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი"
loader

Breaking news

"მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი"

  • მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას ეხმაურება.

"მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური პროგრესი იქნება ადამიანი უფლებათა დაცვისთვის”,- წერს პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე