ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს
loader

Breaking news

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

  • ოკუპანტებმა ეწ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

თბილისი: ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის მცხოვრები, 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

გატაცებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე