"საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა"
loader

Breaking news

"საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა"

  • საქართველოში და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა

თბილისი: ძალისხმევის კონსოლიდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია, ყირიმი ანექსირებულია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა ​ბათუმში განუცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მტერი რუსეთია.

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ ძლიერები, თუმცა ეს არაა საკმარისი. საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია, ყირიმი კი ანექსირებული. აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანები იღუპებიან. აქ, საქართველოში და ჩვენთან, უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს არ არის ცხინვალსა თუ აფხაზეთში მყოფი დე ფაქტო ხელისუფლების თუ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერების საკითხი, საქმე რუსეთის პოზიციაშია. რატომ? ეს ნათელია, რადგან მათ არ სურთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, მათ არ სურთ, რომ ვიყოთ თავისუფლები", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე