6-7 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ უმასპინძლებს
loader

Breaking news

6-7 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ უმასპინძლებს

  • 6-7 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი: 6-7 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში“ ჩატარდება.

ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე