"ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის"
loader

Breaking news

"ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის"

  • ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის

თბილისი: სირცხვილი იმას, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს.

"ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვრა შიომღვიმე. თუმცა ყოფილმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მას ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლა სურს, რაც პატრიარქმა არ დააკმაყოფილა. მეუფე პეტრე ცაავამ დღეს განაცხადა, რომ შიომღვიმის მონასტერში მაინც არ წავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე