"მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად"
loader

Breaking news

"მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად"

  • მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმსახურება გათავისუფლდეს სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად

თბილისი: წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად, – ამის შესახებ წმინდა სინოდის მდივანმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

"წმინდა სინოდმა ერთხმად მიმართა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ხშირი ცილისწამებების გამო, გამოეთქვა სინანული, რაზეც მან უარი განაცხადა და დაემუქრა ეკლესიას კვლავ მხილებით, რის გამოც, მის მიმართ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან, აეკრძალოს მღვდელმსახურება, გათავისუფლდეს წმინდა სინოდის წევრობიდან და გაიგზავნოს მონასტერში მოსანანიებლად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც წმინდა სინოდმა იმსჯელა, მეუფე დანიელის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხია.

"წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, რომელსაც დღემდე შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გრძელდება ეს შეჩერება. სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო", - აღნიშნა მეუფე დანიელმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე