აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ "დიდი შვიდეულის“ სამიტებზე რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
loader

Breaking news

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ "დიდი შვიდეულის“ სამიტებზე რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი შვიდეულის სამიტებზე რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

კიევი: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე რუსეთის მიწვევას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნიუ ჯერსის შტატის დემოკრატი კონგრესმენის ალბიო საირესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. საირესი რეზოლუციის თანაავტორია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიდი შვიდეულის სამიტებში რუსეთის მონაწილეობის პირობა მის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა  და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების პატივისცემა წარმოადგენს.

"როდესაც რუსეთი უკრაინაში მისი აგრესიული ქმედებებისთვის 2014 წელს „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს, დარჩენილმა შვიდმა ქვეყანამ შეათანხმა პირობები, რომლებიც უნდ იყოს დაცული იმისთვის, რომ რუსეთს მომავალ სამიტებში მონაწილეობის ნება დართონ. რუსეთს ამ პირობებიდან არც ერთი არ შეუსრულებია, ხოლო უკრაინაში კიდევ უფრო დიდი აგრესიის გამოვლენა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, დემოკრატიის  ხელყოფა დაიწყო“, – განაცხადა კონგრესმენმა საირესმა.

რეზოლუცია კონგრესში 2019 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავალი დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევის სურვილის შესახებ განაცხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე