დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
loader

Breaking news

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

  • დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

თბილისი: წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა.

"მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე