დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით იასპარეზეს
loader

Breaking news

დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით იასპარეზეს

  • დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით იასპარეზეს

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით იასპარეზეს.

ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში შეძლო.

საზღვაო ქვეითების ყოველწლიური მარათონის გახსნას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო. ღონისძიება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,Allied Forces Foundation"-ის მიერ იყო მხარდაჭერილი. მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

ქართველი სამხედროები მარათონში Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ იყვნენ მიწვეულები და Marine Corps Marathon-ში 2015 წლიდან ასპარეზობენ. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან წელს სპორტულ აქტივობაში ხუთი დაშავებული სამხედრო მოსამსახურე - ვიცე-პოლკოვნიკი დავით ტიელიძე, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე შამუგია, კაპიტანი გიორგი კაპანაძე, კაპრალი ლევან წერეთელი და სერჟანტი გიორგი კობიაშვილი ასპარეზობდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე