41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ბატალიონის დონის დასკვნით წვრთნებს ატარებს
loader

Breaking news

41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ბატალიონის დონის დასკვნით წვრთნებს ატარებს

  • 41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ბატალიონის დონის დასკვნით წვრთნებს ატარებს

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ბატალიონის დონის დასკვნით წვრთნებს ატარებს.

41-ე ბატალიონმა ნორიოს საწვრთნელ რაიონში ობიექტზე ასეულის შეტევა განახორციელა. შეტევის განმავლობაში სამხედროებმა შეტევის, გარღვევის, მოწინააღმდეგის განეიტრალების, წმენდის, ობიექტის აღების და პოზიციების გამაგრების ამოცანები შეასრულეს. წვრთნებს მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და აშშ-ის I კავალერიის დივიზიის, II ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „შავი დანების“ დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა გაუწიეს. დამკვირვებლების შეფასებით ქვედანაყოფმა ამოცანა წარმატებით შეასრულა.

41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით ფაზაზე იმყოფება. ქვედანაყოფი წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გადის. სწავლება ოთხ ფაზად იყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს ეთმობა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე