კამერუნში მეწყერის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

კამერუნში მეწყერის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

  • კამერუნში მეწყერის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

კიევი: კამერუნში ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერის შედეგად სულ მცირე, 42 ადამიანია გარდაცვლილი. 

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბაფუსამში მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებენ.

კამერუნის მეზობელ ცენტრალურ აფრიკაში ამჟამად წვიმის სეზონია და წყალდიდობის გამო, 30 ათასი ადამიანია ევაკუირებული. 

გაერო-ს ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია გზები და სამედიცინო ცენტრები, მილიონი ადამიანი კი, სასმელი წყლისა და საკვების უკმარისობას განიცდის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე