მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

  • მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

კიევი: ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე მიიღო.

საად ჰარირის თქმით, ლიბანი ჩიხშია შესული და ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად „შოკი“ სჭირდება.  ლიბანის პრემიერმა აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართავს.

17 ოქტომბერს მთავრობის მიერ დაანონსებულმა მკაცრი ეკონომიის ზომებმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 12 დღის განმავლობაში ქვეყანა ფაქტობრივად პარალიზებულია, დაკეტილი იყო ბანკები და სკოლები, დემონსტრანტებს ბლოკირებული ჰქონდათ გზები. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ.

რამდნიმე დღის წინ, მომიტინგეთა მოთხოვნებზე საპასუხოდ ლიბანის მთავრობამ სასწრაფო რეფორმების პაკეტი მიიღო. ის მინისტრებისა და პრეზიდენტის ხელფასის შემცირებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, აქციები გრძელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების შესახებ ბორის ჯონსონის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა