ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ
loader

Breaking news

ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ

  • ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ

თბილისი: ევროკავშირის ქვეყნები ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ბრექსიტის გადავადების საკითხს დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩები განიხილავდნენ. როგორც დონალდ ტუსკმა განმარტა, ბრექსიტის ვადა „მოქნილია“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვრამდეც დატოვოს, თუ პარლამენტი ბრექსიტის მანამდე შეთანხმებას საბოლოოდ დაამტკიცებს.

დღეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ასევე უნდა უყაროს კენჭი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივას 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე