პატრიარქმა მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
loader

Breaking news

პატრიარქმა მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

  • პატრიარქმა მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თბილისი: მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელი მოაწერა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან.

"28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან“, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ N160 ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს.

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე