ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა
loader

Breaking news

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა

  • ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა

თბილისი: ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ არსებულ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მრჩეველთა ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა. 

სწავლებაში "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის „ჩარლი“ ოცეული მონაწილეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური სწავლების ამოცანაა სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად მრჩეველთა ჯგუფის თავისუფალი გადაადგილება და მათი დაცვა უზრუნველყოს. სწავლება რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული და ჯგუფის დაზიანების ზონიდან გამოყვანას, დაჭრილებისა და დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

III ქვეითი ბრიგადის რეაგირების ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში 2019 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრესი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქმედო არეალში პატრულირებაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე