"აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, მოკვდა როგორც მშიშარა"
loader

Breaking news

"აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, მოკვდა როგორც მშიშარა"

  • აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია მოკვდა როგორც მშიშარა

თბილისი: გასულ ღამეს აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ბაღდადის ეძებდა წლების განმავლობაში. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი“,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედროები არ დაშავებულან.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან ერთად მისი ბევრი თანამზრახველია მოკლული. 

"ალ-ბაღდადის ბევრი თანამზრახველი მოკლულია მასთან ერთად. მისი შტაბის გაწმინდეს. ხალხის ნაწილი ჩაბარდა. ნაწილი კი მოკლეს. 11 ბავშვი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. მარტო დარჩა ბაღდადი და მას თან ჰყავდა სამი შვილი. გარბოდა, ყვიროდა როგორც მშიშარა და ტიროდა. გვირაბის ბოლოში მან აამოქმედა „შაჰიდის ქამარი“ და თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა, თუმცა ანალიზებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ბაღდადი იყო“,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივად უთვალთვალებდნენ და მუდმივად იცვლიდა თავშესაფარს.

ტრამპის განცხადებით, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას თეთრი სახლიდან აკვირდებოდნენ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე