ამერიკელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს
loader

Breaking news

ამერიკელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

  • ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლეს

თბილისი: ამერიკელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. სპეცოპერაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში ჩატარდა.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე